ხელმოწერების შეგროვება

28.04.2022 00:44

ბათუმში, საქველმოქმედო ფონდი „ნათელი საქართველოსთვის“ რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ ხელმოწერებს აგროვებს. პეტიციაზე ხელი შეუძლია მოაწეროს ნებისმიერმა მოქალაქემ, ვინც ეწინააღმდეგება პუტინის და რუსეთის მოქმედებებსა და აგრესიას, ასევე პრორუსულ ორგანიზაციებსა და პუტინისტურ დაჯგუფებებს. სტენდი ბათუმში 6 მაისის პარკთან არის განთავსებული. პარალელურად არსებობს ონლაინ-პეტიციაც. ორგანიზატორების განცხადებით, ისინი გეგმავენ მილიონი ხელმოწერის შეგროვებას და პეტიციას ინიცირებისთვის პარლამენტს წარუდგენენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: