მსოფლიო ვარსკვლავმა რობი უილიამსმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში კონცერტი გამართა.
კიდევ ერთი მასშტაბური „Check in” საქართველოში
მსოფლიო ვარსკვლავმა რობი უილიამსმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში კონცერტი გამართა. ეს დღე მუსიკოსმა ქართველ მსმენელს „დინამო არენადან“ მიულოცა. უილიამსი მაყურებლის წინაშე გრანდიოზული შოუთი წარდგა. კონცერტზე შესრულდა ყველასათვის ცნობილი ჰიტები მუსიკოსის რეპერტუარიდან.
შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, რობი უილიამსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხიელ გიორგაძეს შეხვდა და მისი ნაჩუქარი ყაბალახიც მოირგო.
კონცერტის შემდეგ ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ქართული მედიისთვის კომენტარი გააკეთა და გაფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე, საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა: „ქართველი მსმენელი იყო სენსაციური და ძალიან გულუხვი. იმის გათვალისწინებით, რომ მე აქ არასოდეს ვყოფილვარ, ჩემთვის ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ყველას ეცოდინებოდა ჩემი სიმღერების ტესტები. კონცერტის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი ჩავარდნა, მუდმივად იგრძნობოდა აუდიტორიის ენერგეტიკა. ეს იყო ჩემი პირველი კონცერტი ბოლო 7 თვის განმავლობაში და საკმაოდ ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი სცენაზე დავდექი, ქართველი მსმენელი ძალიან დამეხმარა. ეს იყო გამოცდილება, რომელიც ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში.ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები თქვენთან დაბრუნებას და კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრას“.
სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი ტურისტი ეწვია.
http://culture.gov.ge/