აქცია მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ

11.06.2023 00:36

ასათიანის 10 ნომერში მცხოვრებმა მოქალაქეებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები მათი კორპუსის მიმდებარედ 30-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ სამშენებლო სამუშაოები მათ საცხოვრებელ კორპუსებს საფრთხეს შეუქმნის. პროტესტის მიმდინარეობისას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თვითდაზიანება მიიყენა, სიტუაცია საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: