„მთის ამბები“ მარტოკაცებისთვის

06/11/2022

https://mtisambebi.ge/ - მთის გათითოკაცებულ სოფლებში შემორჩენილი თითოეული მარტოკაცი და მარტოქალი ბურჯივითაა, ადგილს რომ არ იცვლის. უკანაფშავის სოფელ ჩალახევის ერთადერთი მკვიდრი ნაზი ბუჩუკურიც ასეთია. რამდენიმე დღის წინ, მძიმედ დაშავდა. არავის უთხრა და გამოკეთებას ელოდა, მაგრამ ნახეთქი ჭრილობა გართულდა. „მთის ხალხი ჯიუტი ხალხი ვართ, არ ვაქცევთ თავის თავებს ყურადღებას. რომ არ დაგერეკა და არ დაგენახე, დღესაც ეგრე ვიქნებოდი“. ცუდი ამინდისა და ადიდებული არაგვის გამო, არ ვიცოდით, მანქანით მისვლას სადამდე შევძლებდით, მაგრამ ყბა-სახის ქირურგი ირაკლი გვრიტიშვილი თბილისიდან გამოგვყვა და ჩვენს მარტოქალს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწია.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან