საგარეჯოში სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხზე სათავე ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის, შალვა ფიფიას, განცხადებით, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ბოლო 25--30 წელია არ ჩატარებულა. მინისტრის განცხადებით, 2014 წელს, წინა წლებთან შედარებით, სამჯერ მეტი ფართობი გასარწყავდება - სულ 88 ათასი ჰექტარი. სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის წყლის გამტარუნარიანობა აღდგა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/R9X18e

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან