ფერადი კვერცხები #სააღდგომო

04/08/2023
Cooking with Tamara-ის მიერ

#moreviewes #vidiqprofree #moresubscribers #easyrecipe #tasty #სააღდგომო #пасха #пасхальныйдекор #пасхальноеяйцо #easter #eastereggs #easterdecor #colouringegg

----- ფერადი კვერცხები ------

ამ ფერად კვერცხებს აღდგომასთან არამაირი კავშირი არ აქვს, უბრალოდ ბავშვების თხოვნით შევღებე და თქვენც გიზიარებთ გამოცდილებას.

🎥როგორც ყოველთვის, ველოდები თქვენს აქტიურობას ბლოგზე და იმედია არც ამჯერად დარჩებით გულგრილი და გამოიწერთ ჩემ გემრიელ, კულინარიულ ბლოგს youtube_ზე, რომელიც დიდი მოტივაციაა ჩემთვის, იაქტიურეთ 😉 მადლობა წინასწარ 🙏☺️    / tamarlagazauri   🙏
ეს კი ვიდეოს ლინკია 👉

ესეთ საღებავებს ყველა ქსელურ მაღაზიაში შეხვდებით, ფერადი ენდროც შეგხვდებათ ხილ-ბოსტნეულში.

ამ კონკრეტული საღებავის მომზადების ინსტრუქცია ასეთია. პაკეტში არის 5ფერი, თითოეული ჩაყარეთ ერთჯერად ჭიქებში, დაასხით ადუღებული წყალი 200მლ, 1ს/კ ძმარი და ამოურიეთ ხის ჩხირით ან კოვზით.
კვერცხი წინასწარ მოხარშული უნდა გქონდეთ, აუცილებელია საღი იყოს ყველა ნაჭუჭი, დაზიანებული კვერცხი არ გამოიყენოთ.
მოხარშულ კვერცხს გადაავლეთ ცივი წყალი და ცხელივე ჩადეთ ფერიან ჭიქაში.
‼️ აუცილებლად გაითვალისწინეთ კვერცხის ნაჭუჭი უნდა იყოს საღი.
‼️‼️ კვერცხიც და ფერიც უნდა იყოს ცხელი, უფრო მარტივად იღებს ფერს.
‼️‼️‼️ არ გააჩეროთ 2წუთზე მეტ ხანს. დრო დაინიშნეთ.

4წუთი გავაჩერე მე და ფერი კი ქონდა ამაზე მეტად ხასხასა, მაგრამ დაუზიანებელ ნაჭუჭშიც შევიდა საღებავი და ცილაც შეღებილი აღმოჩნდა 🤷🏻‍♀️

რჩევა ჩემგან: უმჯობესია თუ ფერად ენდროს გამოიყენებთ და ამ ქიმიურ საღებავებზე უარს იტყვით.

ვიდეოები „Cooking with Tamara"-ისგან