„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ XVIII საერთაშორისო ფესტივალი

09.12.2015 01:36

9 დეკემბერს, კულტურის სამინისტროში XVIII საერთაშორისო ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ფესტივალის დამფუძნებელი მანანა დოიჯაშვილი და კონსერვატორიის დიდი დარბაზის დირექტორი პავლე კვაჭაძე გაუძღვნენ. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 14-29 დეკემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ გაიმართება. ფესტივალი საფორტეპიანო, კამერულ და საორღანო მუსიკის კონცერტებთან ერთად ჯაზის საღამოსაც აერთიანებს. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: