ფიქრია ჩიხრაძის და ლევან კობერიძის ბრიფინგი

26.08.2020 10:09

ლუსტრაციის კანონის მიღება სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია „ლელოს“ ლიდერებმა - ფიქრია ჩიხრაძემ და ლევან კობერიძემ დღეს ქვეყანაში ლუსტრაციის კანონის მიღებაზე ბრიფინგი გამართეს. ლევან კობერიძემ ჯერ კიდევ 2019 წელს პარლამენტში კანონის ინიცირება მოითხოვა, თუმცა, როგორც ის აცხადებს, „ქართული ოცნებისთვის“ კანონი მნიშვნელოვანი არ ყოფილა. იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება საბოლოოდ დაემშვიდობოს საბჭოთა წარსულს, საჭიროა, ქვეყანამ ლუსტრაციის კანონი მიიღოს. #ლელო #ლელოსაქართველოსთვის #ლელოზრუნავს #დავუბრუნდეთსოფელს

გაზიარება: