დავით გარეჯის საქმე


გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ივერი მელაშვილი არ ეთანხმება პროკურატურის განცხადებას, რომ მან 1995-96 წლებში არსებული პოზიცია, რომლითაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორია იყო, 2006 წელს შეცვალა.

მელაშვილი პროკურორის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქმეში დევს 1995 და 1996 წლებში მელაშვილის მიერ ხელმოწერილი ოქმი და მის მიერ შედგენილი ალბომები, სადაც საქართველოს სასიკეთო პოზიციაა დაფიქსირებული, რომელიც მოულოდნელად 2006 წელს შეიცვალა და საზღვრები შეთანხმდა ისე, რომ მონასტრის ნაწილი უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ბრალდებული ამბობს, რომ 1995-96 წლის დოკუმენტები მას ჩამოართვეს, თუმცა, მის შინაარსს არ განმარტავს. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს საზღვრების თემაზე პროკურატურის განცხადებები მნიშვნელოვნად აზიანებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან