სამართალდამცველები ამ დრომდე რჩებიან ბოლნისში, სადაც გვიან ღამით მკვლელობა მოხდა. დალუქულია სახლი, სადაც ახალგაზრდების ჯგუფმა ჩხუბი დაიწყო. შემთხვევის ადგილზე მიტოვებულია ორი ავტომობილი, რომლებიც, სავარაუდოდ, ინციდენტში მონაწილე პირებს ეკუთვნით. ადგილზეა ევაკუატორი, რომელსაც ავტომობილები ექსპერტიზაზე გადაჰყავს. როგორც მეზობლები ამბობენ, მამაკაცს, რომელიც გარდაიცვალა, არ იცნობდნენ და ადგილობრივი არ არის. საქმის გარჩევა ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის საღამოს საათებში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დაიწყო, რასაც სროლა მოჰყვა. მეზობლების ინფორმაციით, დაჭრილის წაყვანას მისი თანმხლები პირები ცდილობდნენ, მოგვიანებით კი, ქუჩაში მიატოვეს. ადგილობრივებმა დაჭრილი საავადმყოფომდე თავიანთი ავტომობილით მიიყვანეს, თუმცა 38 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.