ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე ერთი თვეა უკანონო პატიმრობაშია


დღეს ერთი თვე შესრულდა, რაც ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ხელისუფლება, საერთაშორისო თანამეგობრობა და მოქალაქეები ყოველდღიურად აპროტესტებენ ექიმის უკანონო პატიმრობის ფაქტს.

ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის ნიშნად და მისი გათავისუფლების მოთხოვნის აქციას შეუერთდნენ საქართველოს პირველი არხის ჟურალისტები და წამყვანები,  ასევე  კიკნაძის სახელობის 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს, ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს  ე.წოდებული საზღვრის კვეთასა ადანაშაულებენ, თუმცა, დაკავებული ბრალს  არ აღიარებს. სწორედ ამის გამო, ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან