სასამართლოს რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა
რა ცვლილებებია გასატარებელი საქართველოს სასამართლო სისტემაში იმისთვის, რომ დაკმაყოფილდეს ევროკომისიის რეკომენდაცია. საკითხზე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრები მსჯელობენ. საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრას ესწრება ოპოზიციის ნაწილიც. სამუშაო ჯგუფს შეფასების ორი დოკუმენტი წარედგინა. ერთი პარტია „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის, მეორე კი პარტია „მოქალაქეებს“. სამუშაო პროცესის ფარგლებში ჯგუფის წევრები შეხვედრებს გამართავენ სასამართლო სისტემის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან. საბოლოოდ გეგმის მიხედვით ცვლილებების დოკუმენტი პირველი ოქტომბრისთვის უნდა მომზადდეს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 2012 წლიდან ქვეყანაში გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები, თუმცა არსებობს გამოწვევები და მზად არიან მოისმინონ არგუმენტირებული შენიშვნები. „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ შეფასების დოკუმენტს „საინფორმაციოს“ უწოდებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ლევან იოსელიანი, რომელმაც ჯგუფს საკუთარი დოკუმენტი წარუდგინა. შეფასებაში საუბარია სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე და ცვლილებებზე თითქმის ყველა მიმართულებით. იოსელიანის თქმით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ ანგარიშში ხარვეზებზე ლაპარაკი არა არის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების გა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა