ბაგრატის ტაძარზე არსებული პრობლემები
ბაგრატის ტაძარში არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნო კულტურის მინისტრი. გადახურვის პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გუმბათიდან წყალი ჩაედინება. ტაძრის სპილენძის სახურავიდან წვიმის დროს ჩამონადენი ნივთიერება მწვანედ ღებავს და აზიანებს ფასადის კედლებს, რაც შეძენილი მასალის უხარისხობაზე შეიძლება მიუთითებდეს. სამინისტროს ინიციატივით დაინიშნა ექსპერტიზა, იმისათვის, რომ დაზიანებული ქვების გაწმენდის გზა დადგინდეს. სარესტავრაციო სამუშაოები წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში 2009 - 12 წლებში სახელმწიფოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან და მის მრჩეველ ორგანოებთან შეთანხმების გარეშე განხორციელდა. 2017 წელს, მთავრობის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შედეგად, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას დამოუკიდებლად დაუბრუნდა მხოლოდ გელათის სამონასტრო კომპლექსი, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბაგრატის ტაძარზე ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეო...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
ჯვრის აღმართვა ბაგრატის ტაძარზე
culturegovge culturegovge
ჯვრის აღმართვა ბაგრატის ტაძარზე
culturegovge culturegovge
ექსკურსია ბაგრატის ტაძარზე
Lali Qobuladze
ჯვრის აღმართვა ბაგრატის ტაძარზე
culturegovge culturegovge
ჯვრის აღმართვა ბაგრატის ტაძარზე
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
💪 ერთიანი საქართველოს ათასწლოვანი სიმბოლო | The Millenial S...
დრონერი | Droner
ბაგრატის პროექტის პრეზენტაცია
culturegovge culturegovge