საერთაშორისო ტურნირი ჩოგბურთში

11.06.2022 00:55

თბილისში, ლეილა მესხის საჩოგბურთო აკადემიის კორტებზე დაიწყო საერთაშორისო ტურნირი ჩოგბურთში, რომელშიც 16-წლამდე სპორტსმენები მონაწილეობენ. მთავარი პრიზებისთვის ვაჟთა და ქალთა შორის 13 ქვეყნის 110-მდე ჩოგბურთელი იბრძვის. შეჯიბრება ორ ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება - 14  და 16 წლამდელებს შორის.

გათამაშებაში ასპარეზობენ საქართველოში არსებული საჩოგბურთო კლუბების სპორტსმენები. ტურნირის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია და „ლეილა მესხის საჩოგბურთო აკადემია“.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania