რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა ოდესის მიმართულებით. ერთ-ერთი იერიშის შედეგად, რომელიც სავარაუდოდ, ყირიმიდან განხორციელდა, განადგურებულია ოდესის აეროპორტის ასაფრენი ზოლი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციების გააქტიურებას და მეტი ტერიტორიის მიტაცებას გეგმავს. გრძელდება ხარკოვის დაბომბვა. რუსებმა გასულ ღამეს სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ხარკოვში მდებარე ქიმიურ ქარხანაზე, რის შედეგადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ძირითადი ბრძოლები კვლავ დონბასის რეგიონში მიმდინარეობს. დონეცკის ოლქში რუსების მიერ განხორციელებული დაბომბვების შედეგად, ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი. რაც შეეხება უკრაინელი სამხედროების წინსვლას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ქალაქ იზიუმთან რუსების ორი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს. შედეგად ასობით ჯარისკაცი დაიღუპა და შესაძლოა, მათ შორის რუსი გენერალიც იყოს დაღუპული. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, უკრაინელებმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში რუსების 9 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 80-ზე მეტი მებრძოლი, 8 ტანკი, 24 ჯავშნტრანსპორტი და ორი თვითმფრინავი. გაერო-ს მონაცემებით, რუსეთის აგრესიის გამო, უკრაინა უკვე 5 მილიონ ხუთასი ათასამდე ადამიანმა დატოვა, კიდევ 7 მილიონ შვიდასი ათასზე მეტი კი ქვეყნის შიგნით იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად. მორიგი მიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სანქციები უნდა დაუწესდეს მათაც, ვინც რუსეთს ნავთობით ვაჭრობაში დაეხმარება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.