ვითარება სტიქიის ზონაში
შოვში ბოლო დაუმუშავებელი ადგილის მონიტორინგი მიმდინარეობს. საუბარია ე.წ. მჟავე წყლების ტერიტორიაზე, რომელიც 3 აგვისტოს სტიქიის ეპიცენტრში მოექცა. ადგილი, რომელიც სამაშველო ბრიგადებს ბოლომდე არ შეუსწავლიათ, სტიქიური უბედურების ზონის დაახლოებით 5 %-ს შეადგენს. მიმდებარე პერიმეტრზე მანამდე ჩატარებული სამუშაოების გათვალისწინებით, არსებობს შანსი, რომ დაკარგულ შვიდ ადამიანს სწორედ ამ ტერიტორიაზე მიაგნონ. სხვა შემთხვევაში საძიებო სამუშაოები უკვე მდინარე ჭანჭახის და რიონის კალაპოტში გაგრძელდება. დამანგრეველი მეწყრიდან მე-14 დღეს 26 ცხედარია ნაპოვნი, მათ შორის იდენტიფიცირებულია 24 მოქალაქე. შოვში მიმდინარე სამძებრო-გაწმენდით სამუშაოებს თვალს ადევნებენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ადგილზე იმყოფება მმართველი პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც სტიქიას გადარჩენილი დავით ჯალაძის ფოტოზე გაკეთებული კომენტარის გამო დღეს განმარტების გაკეთება და ბოდიშის მოხდა მოუწია. როგორც ირკვევა, ირაკლი კობახიძე ჯალაძეს პირადად შეხვდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება სტიქიის ზონაში
TV IMEDI
ვითარება სტიქიის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სტიქიის ზონაში
Ajara TV
ვითარება სტიქიის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სტიქიის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სტიქიის ზონაში
TV IMEDI
ვითარება სტიქიის ზონაში
Ajara TV
ვითარება სტიქიის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster