არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნა


მედია საშუალებებისა და სხვა სფეროს წარმომადგენლების შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები ეხმაურებიან. მათი თქმით, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს. ისინი განმარტავენ, რომ მიუხედავად გამოძიების მიმდინარეობისა, მათ არ აქვთ საშუალება საქმის მასალებს გაეცნონ. სწორედ ამიტომ გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი ასევე ეფექტიანი გამოძიების წარმოებას, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და საზოგადოებისთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან