საერთაშორისო გამოხმაურება


განცხადება გაავრცელა საქართველოში გერმანიის ელჩმა. ჰუბერტ ქნირში მოხარულია, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა კრისტიან დანიელსონის გეგმას. მისივე განცხადებით, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობა ყველა მხარეს აძლევს შანსს, ღირსეულად შეთანხმდნენ და შემდეგ პოლიტიკური პროცესი სხვისი დახმარების გარეშე გააგრძელონ. ელჩის შეფასებით, ყველა ძალამ უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა.

განცხადებას ავრცელებს ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: „მივესალმები პოზიტიურ გზავნილებს თბილისიდან, ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით“. აღნიშნულის შესახებ პავილიონისი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს. მისივე თქმით, ამ ნაბიჯებს შეუძლია მოიტანოს ერთობა და კომპრომისი საქართველოს მომავლისთვის ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან