შემოსავლების სამსახურის გამოხმაურება
ევაკუატორების მძღოლებს, რომლებმაც ფოთში აქცია გამართეს და ახალი რეგულაციები გააპროტესტეს, შემოსავლების სამსახური პასუხობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა განსაზღვრულია 60 კალენდარული დღით, რომელიც შესაძლებელია გახანგრძლივდეს დამატებით 30 დღით, ხოლო რეექსპორტში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანის ვადა შეადგენს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარულ დღეს. ამასთან შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს - საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს/მინდობილ პირს. ამასთან, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მათ სოლიდარულად დაეკისრებათ. ამ განცხადების გავრცელებამდე მძღოლებმა განმარტეს, რომ მათ ვალდებულებაში მხოლოდ ავტომობილების ტრანსპორტირება შედის და განბაჟებაზე მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ალოგიკური მოთხოვნაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსული გემის შემოსვლის ფაქტი - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Booking.com-ის მომსახურება დაიბეგრება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ფოთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადება - გამოხ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შემოსავლების სამსახურის დისტანციური სერვისები
Revenue Service
შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრის მომსახურება
Ajara TV
შემოსავლების სამსახურის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster