ბათუმში გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა აქცია გამართეს


ორი დღის წინ ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან, მდუმარე აქცია გამართეს. ისინი გოგონას გარდაცვალებაში სწორედ რეფერალური საავადმყოფოს ექიმებს ადანაშაულებენ, რადგან, მათი განცხადებით, მედიკოსებმა აპენდიციტის დიაგნოზი დროულად ვერ დაუსვეს, რაც ფატალური შედეგით დასრულდა.

აქციის მონაწილეები ექიმების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ. გარდაცვლილს ხვალ დაკრძალავენ, პროტესტის ნიშნად კი აპირებენ მიცვალებული საავადმყოფოს ეზოში რამდენიმე წუთით დაასვენონ. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან