ელდარ შენგელაია - 85

01/27/2018
culturegovge culturegovge-ის მიერ

ლეგენდარული ქართველი რეჟისორი ელდარ შენგელაია 85 წლის გახდა. 26 იანვარს, რეჟისორის იუბილესთან დაკავშირებით, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ეროვნულმა კინოცენტრმა და საქართველოს კინოაკადემიამ საზეიმო მიღებას უმასპინძლეს.
ღონისძიებას ცნობილ ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი და საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი - ზაზა ურუშაძე ესწრებოდნენ. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები.
ელდარ შენგელაიას სარეჟისორო მოღვაწეობა ათეულობით წელს ითვლის. ყველასთვის საყვარელი ფილმებით - „შერეკილები“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, ავტორმა, ქართულ კინოში მთელი ეპოქა შექმნა; მის სახელს უკავშირდება, არაერთი საერთაშორისო ჯილდო და საპატიო პრემია.
ელდარ შენგელაია შემოქმედებით საქმიანობას კვლავაც აგრძელებს. 2017 წელს, რეჟისორმა კიდევ ერთი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „სავარძელი“ გადაიღო, რომლის მსოფლიო პრემიერაც მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.




http://culture.gov.ge

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან