ხმაური პარლამენტის სხდომაზე


სანამ პოლიტიკური სპექტრი წინასაარჩევნო და არჩევნების შემდგომ კონფიგურაციებზე ჩამოყალიბდება, პარლამენტი პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება.

სხდომათა დარბაზი დღესაც ჩხუბის და სიტყვიერი დაპირისპირების ადგილად იქცა. ერთმანეთს ჯერ გიგა ბოკერია და მამუკა მდინარაძე დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი კამათი მწვავე ურთიერთბრალდებებში გადაიზარდა. დარბაზში ისმოდა შეურაცხმყოფელი ეპითეტებიც. ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელმაც ხმაურიანი დებატები გამოიწვია, ქვეყნის საგარეო კურსი იყო. ჩხუბის დროს მმართველი გუნდის ლიდერებმა ოპონენტებს გუშინდელი სხდომა და ის ფრაზაც შეახსენეს, რომლითაც გიგა ბოკერიამ სოფიო ქაცარავას მიმართა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან