ბიუროს სხდომა


ცხარე კამათი იყო პარლამენტში ბიუროს სხდომაზე. უმრავლესობასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის უთანხმოება უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად, ქვეყნის პოზიციონირებამ და გადასადგმელმა ნაბიჯებმა გამოიწვია. გიორგი ვაშაძემ კოლეგებს უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ ფორმატზე მუშაობა შესთავაზა, სადაც სამ საკითხს განიხილავენ - უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნებას, ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციას და ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და სასურსათო უსაფრთხოებას. უმრავლესობის თქმით, მაშინ როდესაც ოპოზიცია სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებითა და ჰიბრიდული ომით არის დაკავებული, ერთიანობა არ გამოვა. კიდევ ერთი საკითხი, რასაც კამათი მოჰყვა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ“ კანონპროექტია, რომელიც დღეს ბიუროს სხდომაზე დაინიცირდა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან