ახალი კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში

01.04.2020 04:53

აშშ, იტალია, ესპანეთი, - სამი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის ეპიდემია მძვინვარებს. ციფრები საგანგაშოა. შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, რუსეთსა და ირანში. რისკის ჯგუფშია ვლადიმერ პუტინიც. წინა კვირას ის იმ ექიმს შეხვდა, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამ ფაქტის გამო კრემლის ლიდერმა სამუშაო რეჟიმი შეცვალა. მაშინ, როდესაც „კოვიდ 19“ მსოფლიოს ათეულობით ქვეყანას უტევს, ცხოვრების ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდება ქალაქი, საიდანაც სამი თვის წინ ახალი ტიპის კორონავირუსი გავრცელდა. რამდენიმეთვიანი იზოლაციის შემდეგ ქუჩაში გასული უხანელები დანარჩენ მსოფლიოს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: