ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამენ კოსოვოს ჩრდილოეთით არსებული დაძაბული სიტუაციის გამო და ყველა მხარეს ვითარების განმუხტვისა და პროვოკაციისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივ განცხადებაში. თავის მხრივ ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ევროკავშირის ძალისხმევას რეგიონში, რომელსაც ის კოსოვოში კანონის უზენაესობის საკითხებზე მომუშავე მისიის საშუალებით ახორციელებს. კოსოვოში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პროსერბულმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კოსოვოს ჩრდილოეთში მდებარე ოთხ რეგიონში. ამის შემდეგ ამ რეგიონებში განმეორებითი არჩევნები დაინიშნა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.