ინტერვიუ დერეკ შოლესთან

20.05.2022 01:39

„ნატო 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია! ალიანსი და შეერთებული შტატები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს“- ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა, დერეკ შოლემ „რადიო თავისუფლებასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, ნატო-სა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად, საქართველოს რეფორმების გატარება სჭირდება, მათ შორის სასამართლო სფეროში. დერეკ შოლეს განცხადებით, საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამერიკას საქართველოსთან სამხედრო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა აქვს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ შოლემ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში, ის არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციას, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub