აქცია ბათუმში


ბათუმში მოქალაქეთა ჯგუფი კორონავირუსის გამო დაწესებული  შეზღუდვების მოხნას ან კომპენსაციის გაზრდას ითხოვს.

მოქალაქეებმა ქალაქის ქუჩებში მთავრობის სახლამდე საპროტესტო მსვლელობა გამართეს. მათ სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენაც მოითხოვეს. აქციის მონაწილეები სამორინეებში, რესტორნებსა და სარიტუალო დარბაზებში დასაქმებულები, ასევე მიკროავტობუსების მძღოლები არიან. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან