სახლი, რომელიც სიზმარში დარჩა | ანნა ძიაპშიპა

08/07/2021

კობალაძეების ოჯახმა ცხინვალი 1991 წლის ომის დროს დატოვა. იქ დარჩა მათი დიდი სახლიც. ვიდეოში თამარ და ლენა კობალაძე დამწვარი სახლის რეკონსტრუქციას იწყებენ. ფოტოების გარეშე დარჩენილი ოჯახი შვილიშვილებისთვის სახლის იმ ვერსიის ჩვენებას ცდილობს, რომელსაც მათი მეხსიერება ინახავს, თუმცა როგორც ჩანს, საკმაოდ განსხვავებულად.

ავტორი: ანნა ძიაპშიპა
#მეხსიერებისგაცოცხლება

▪ გაეცანით სხვადასხვა საინტერესო ისტორიას ვებგვერდზე - https://indigo.com.ge

ვიდეოები „ინდიგო | INDIGO MAGAZINE"-ისგან