ბოლო 20 წლის განმავლობაში, საქართველოში ორი ხელისუფალი შიცვალა, - პირველად რევოლუციით, შემდეგ არჩევნების გზით. ამ ხნის განმავლობაში ქართული მედიის მდგომარეობა დრო და დრო იცვლება. თუმცა, თითოეული მმართველიბის დროს, საქართველოში სიტყვის თავისუფლება ბეწვის ხიდზე გადის. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ქართულმა მედიამ გადაიტანა, გავლენიანი ჟურნალისტის მკვლელობა, საკანონმდებლო თუ ფიზიკური ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან, საკუთრებასთან დაკავშირებული სასამართლო დავები, ცალკეული ჟურნალისტების დაკავება, შანტაჟი, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა. ხილისუფლების უმოქმედობის თუ, როგორც თავად განმარტავენ, შეზღუდული შესაძლებლობის ფონზე, მიზანმიმართული ფიზიკური ანგარიშსწორება დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ამერიკის სახლემწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით გიყვებით, რა გზა გაიარა ქართულმა მედიამ, საუკუნის დასაწყისიდან, 2001 წლიდან 2021 წლამდე. #ამერიკისხმა #მედია #პრესისთავისუფლებამნიშვნელოვანია