„ვივამედის“ დირექტორის ჩვენება


კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის სკანდალური ჩვენებით განახლდა მიხელ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების სასამართლო პროცესი.
სხდომაზე ნინო ნადირაძე ოთხი საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას. კლინიკის დირექტორმა პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან მოუწოდა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრებსა და მხარდამჭერებს, ნუ ახდენენ სუიციდის ხელშეწყობას. ნადირაძის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ კლინიკის ექიმები ყველაფერს აკეთებენ მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონის გაუმჯობესებას ხელი შეუწყონ. მისი თქმით, პატიმრის ახლობლები საპირისპიროს ცდილობენ. „ვივამედის“ ხელმძღვანელმა ექიმებსა და ექთნებზე განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზეც ისაუბრა. კითხვაზე, - იყო თუ არა „ვივამედში“ ყოფნის პერიოდში ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომაროება კრიტიკულად მძიმე, - ნინო ნადირაძემ უარყოფით პასუხი გასცა.  
დღევანდელი პროცესით სასამართლომ მოწმეების დაკითხვა დაასრულა. სავარაუდოდ მომავალ კვირაში საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდება.  

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან