ქართველ--ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი გამოფენა
18 დეკემბერს ისრაელის საელჩოს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში გაიმართა ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია სახელწოდებით ,,ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობა". გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა ებრაული კულტურის ამსახველი 200-მდე უნიკალური ექსპონატი, რომელთა დიდ ნაწილი დამთვალიერებელმა პირველად იხილა. აგრეთვე მოეწყო კატალოგის ,,ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობა" პრეზენტაცია, რომელიც ებრაულ კოლექციებთან ერთად ბოლოდროინდელ სამეცნიერო კვლევების შედეგებსაც მოიცავს. ებრაული დიასპორა ერთ-ერთი უძველესთაგანია საქართველოში, ქართულ-ებრაული ურთიერთობები დღემდე კეთილმეგობრულია, სწორედ ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია ამ ტრადიციის გაგრძელება მომავალ თაობაშიც. ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი გამოფენა ეროვნულ გალერეაში 2014 წლის 19 იანვრამდე გაგრძელდება. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, ისრაელის საელჩოს წარმომადგენლები, მუზეუმის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ხანუქას დღესასწაული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი იაკობ გაგულაშვილი საქართველო...
TV IMEDI
ქართველ ებრაელთა ხალხური სიტყვიერება
ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre
ქართველ ებრაელთა ხალხური სიტყვიერება
TV religia
ქართველ ებრაელთა შესახებ
lasha
ქართველ ებრაელთა ხალხური სიტყვიერება
ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre
ქართველ ებრაელთა ხალხური სიტყვიერება
ფოლკლორის ცენტრი • Folklore Centre
კათოლიკოს-პატრიარქმა ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინს, იაკობ გ...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება