DW სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ეხმაურება

17.12.2018 00:35

„პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევით ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა, რომელიც პრეზიდენტის  როლს ცერემონიალურ ფუნქციას ანიჭებს“,- ვკითხულობთ „დოიჩე ველეს“ სტატიაში.

ზურაბიშვილმა მის საინაუგურაციო სიტყვაში განაცხადა, რომ გამოიყენებს მის გამოცდილებას ფრანგული დიპლომატიური სამსახურიდან და საქართველოს საგარეო მინისტრობიდან, რათა ხელი შეუწყოს მისი ქვეყნის მისწრაფებას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ.

„ჩემი პრეზიდენტობის მიზანია, შეუქცევადი გავხადო საქართველოს დემოკრატიული განვითარება და მისი გზა ევროპისკენ“, - მოჰყავს სალომე ზურაბიშვილის ციტატა „დოიჩე ველეს“.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub