საქართველოს პრეზიდენტის განცხადება


ოპოზიციის მოლოდინი არ გამართლდა. პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ სადავო კანონს ვეტო არ დაადო, თუმცა სალომე ზურაბიშვილს ადმინისტრაციულ კოდექსში შესული ცვლილებების მიმართ არაერთი შენიშვნა აქვს.

პრეზიდენტმა დღეს მმართველ პარტიას პირდაპირ უთხრა, რომ კანონის დაჩქარებული წესით მიღების დროს კომუნიკაციის ნაკლებობა იყო, შარლ მიშელის შეთანხმების გაფორმებიდან გამომდინარე სალომე ზურაბიშვილისთვის არც კანონის მიღების დროა გასაგები. გადაწყვეტილებას სამდღიანი კონსულტაციები უძღოდა. ოპოზიციასთან ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ ორბელიანების სასახლეში დღეს პრემიერი და მმართველი პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. ადმინისტრაციულ კოდექსში ცოტა ხნის წინ დაჩქარებული წესით შესული ცვლილებები პოლიტიკურ სპექტრსა და მესამე სექტორში ვნებათაღელვის მიზეზია. განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა კანონის იმ მუხლს, რომლითაც პოლიციელის მოთხოვნისადმი განმეორებით დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სანქციები იზრდება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან