14 მაისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სარალში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა.
სკოლის გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, მერის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, იაპონიის ელჩი საქართველოში– მისი აღმატებულება ტადაჰარუ უეჰარა, მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე ოლგა ენდელაძე, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგოები და მშობლები.
სკოლის გახსნის შემდგომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა იაპონიის ელჩთან ერთად დაათვალიერეს სკოლის შენობა და პროექტის ამსახველი ფოტო გამოფენა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სკოლის რეაბილიტაცია „გრასრუტების საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რომლისთვისაც იაპონიის საელჩომ გამოყო 82 675 აშშ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი 2017 წელს 2 მარტს მოეწერა– საქართველოში იაპონიის საელჩოსა და მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადეობას შორის. აღნიშნული პროექტი თვითმმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობით განვითარდა და განხოციელდა.
„გრასრუტების საგრანტო პროგრამა“ დახმარებას უწევს შედარებით მცირე მასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხვორების დონის გაუმჯობესებას, განათლებისა და კულტურის ხეკშეწყობას. საგრანტო პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, სიღარიბის დაძლევა და კულტურა. 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 163 პროექტი.
http://marneuli.gov.ge/…/1922-zemo-sa...