კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება
02/20/2019
სააგენტო GUARDIAN GE-ის
მიერ
თბილისის ცენტრალურ ნაწილში, რამდენიმე ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე წესი 2019 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. პირველი არეალი არის კოტე აფხაზის ქუჩა, ლესელიძის ქუჩა. ამავე დროს საპიოლტე რეჟიმში დაინერგება საბურთალოზე. პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას არ შეეხება; ასევე, არ შეეხება სრულად ელექტროძრავიან ავტომანქანებს და შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს“, განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
ვრცლად იხილეთ ბმულზე: http://guardian.ge/41843-akhlakhan-ga...
ვრცლად იხილეთ ბმულზე: http://guardian.ge/41843-akhlakhan-ga...