„ყვითელი ჟილეტების“ მიზნები და სტრატეგია


პარიზში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.
ხელისუფლების გაფრთხილების მიუხედავად, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საპროტესტო მოძრაობის ორგანიზატორები უკან დახევას არ აპირებენ. ხვალ „ყვითელჟილეტიანები“ ქუჩაში ისევ გავლენ.
მაღაზიების დარბევით და მანქანების დაწვით დასრულებული ბოლო აქციის გამო, ამჯერად პოლიციასთან ერთად სამხედროების მობილიზებაც იგეგმება.

ერთი დღით ადრე, „მოამბის“ გადამღები ჯგუფი „ყვითელი ჟილეტების“ ერთ-ერთ ლიდერს ესაუბრა. მთავრობის პოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით ნოემბერში დაწყებული დემონსტრაციების ორგანიზატორი პირველ არხთან საპროტესტო მოძრაობის გეგმებზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ „ყვითელჟილეტიანებმა“ პარტიაც შექმნან. პენსიების და ხელფასების ზრდა და საგადასახადო პოლიტიკის შეცვლა - ამ მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყდება აქციები, რომელმაც საფრანგეთის ეკონომიკა უკვე საგრძნობლად დააზარალა.

რა გეგმით გადიან „ყვითელჟილეტიანები“ ხვალ ქუჩაში, - ლიკა ალელიშვილი პარიზიდან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან