ომი უკრაინაში


უკრაინამ შესაძლოა საპასუხო დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე განახორციელოს. ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს სამხედრო მეთაურებთან თათბირზე 2023 წელს, უკრაინისთვის გადამწყვეტი წელი კიდევ ერთხელ უწოდა. თავის მხრივ, ნატოში სამხედრო ხარჯების გაზრდის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ დასავლეთი ხანგრძლივი ომისთვის მზად უნდა იყოს.   რუსეთის არმია კი ისევ აგრძელებს უკრაინის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაბომბვას. დღეს სამიზნე დონეცკის ოლქის დასახლებები გახდა. პარალელურად, რუსულ სოციალურ ქსელებში უკრაინელების მიერ ქალაქ მაკიივკაზე მიტანილი იერიშის გამო, რუსი სამხედრო მეთაურების კრიტიკა უკვე ღიად ისმის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან