„საბურთალო“ საქართველოს თასის მფლობელია


„საბურთალო“ საქართველოს თასის მფლობელია. „ლოკომოტივისა“ და „საბურთალოს“ დაპირისპირება გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე,  „საბურთალოს“ გამარჯვებით,  ანგარიშით 3:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში გიორგი კოხრეიძემ ეფექტური საჯარიმო დარტყმით გახსნა, მე-19  წუთზე კი,  გიორგი გაბედავამ სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა - ირაკლი სიხარულიძემ თერთმეტ-მეტრიანიდან ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მატჩის ბოლოს,  „საბურთალოელებმა“ კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

შეხვედრაში დასკვნითი გოლი ლევან კაკუბავამ გაიტანა. „საბურთალო“ საქართველოს თასს ისტორიაში პირველად დაეუფლა.

მომავალ წელს, ორივე გუნდი ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან