„საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია / პანდემიის მართვის სტრატეგია იცვლება #LIVE
10/26/2020
• იდენტიფიცირებულია თავდამსხმელი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა; ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა ჩატარდა; ზუგდიდის საქმის მთავარი ფიგურანტის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები გრძელდება; საქმის დეტალები ზუგდიდიდან
• 1872 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 14 ფაქტი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში - უცნობია, რა გახდა 21 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, რომელმაც საკარანტინო სივრცე გუშინ გამოჯანმრთელებულის სტატუსით დატოვა; ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ყოველდღიური შემთხვევების მატებას პროგნოზირებს და მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს;
• საქართველო პანდემიის მართვის სტრატეგიას ცვლის - ჯანდაცვის სისტემა რეზერვების მობილიზებას იწყებს; ბინაზე მყოფი პაციენტების მართვაში დღეიდან კერძო სადაზღვევო სექტორიც ერთვება, იცვლება მართვის პროტოკოლი; სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელთა სახით იქმნება რეზერვი, რომელიც ექიმებს „კოვიდ-19“-ის მართვაში დაეხმარება;
• კორონავირუსით ინფიცირებული და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის ცესკო-მ რეგისტრაციის ვადა რამდენიმე საათით გაახანგრძლივა; „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ 45-ე დადგენილების არაკონსტიტუციურობის დამტკიცებას საკონსტიტუციო სასამართლოში ცდილობს; ცესკო ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს;
• სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ზავი ერთი თვის განმავლობაში უკვე მესამედ დაირღვა - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში ცეცხლი არ წყდება; გრძელდება საომარი რიტორიკა და ურთიერთბრალდებები
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.