მსჯელობა საარჩევნო რეფორმაზე


საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობა დღეს გაგრძელდება. პოლიტიკური მხარეები სამუშაო ჯგუფის ფორმატში საკუთარ წინადადებებს წარადგენენ, თუ როგორ და რა რეგულაციებით უნდა ჩატარდეს არჩევნები ქვეყანაში. საარჩევნო რეფორმაზე პარტიებმა ორი დღის განმავლობაში კაჭრეთში იმსჯელეს, დოკუმენტი მომავალ კვირას ვენეციის კომისიას უნდა გადაეგზავნოს, სწორედ ამიტომ დღეს პოზიციების შეჯერება იგეგმება. საუბარია, საარჩევნო რეფორმაზე, სადაც ერთი მხრივ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვა უნდა მოხდეს, მეორე მხრივ კი, დოკუმენტში ის შეთანხმება უნდა გაითვალისწინონ, რასაც შარლ მიშელის დოკუმენტი გულისხმობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან