„გურჯი-ხათუნი“ პრემიერა რუსთაველის თეატრში
14 ნოემბერს, 19:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე რუსთაველის თეატრში სპექტაკლის „გურჯის ხათუნი“ პრემიერას დაესწრება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ერთმოქმედებიანი თანამედროვე ბალეტი დათო ტურაშვილის რომანის მიხედვით ქორეოგრაფმა მარიამ ალექსიძემ დადგა. ბალეტი ცნობილი ქორეოგრაფისა და პედაგოგის გიორგი ალექსიძის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ეძღვნება. 24 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დრამატურგის, ქორეოგრაფის, მხატვრისა და კომპოზიტორის ერთობლიობით იქმნება საავტორო თანამედროვე ქართული ბალეტი. ახალი საბალეტო დადგმის იდეა, დათო ტურაშვილის ისტორიულ რომანთან არის დაკავშირებული და თამარ მეფის შვილიშვილს, გურჯი-ხათუნს ეძღვნება, რომელიც ცამეტი წლის ასაკში რუმის, იგივე კონიის სულთანზე გაათხოვეს. კონიის ქართველი დედოფალი გასაოცარი სილამაზის, სათნოების, სიკეთისა და სიბრძნის გამო ყველამ შეიყვარა. გურჯი ხათუნის სახელობის ქუჩა კონიაში დრემდე არსებობს. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
„გურჯი-ხათუნი“ პრემიერა რუსთაველის თეატრში
culturegovge culturegovge
"გურჯი- ხათუნი" / პრემიერა და პირველი სეზონის დახურვა / არტა...
Giorgi Aleksidze Tbilisi Contemporary Ballet
04.07.2017 "გურჯი- ხათუნი" პრემიერა და სეზონის დახურვა
Giorgi Aleksidze Tbilisi Contemporary Ballet
ნ.
Natia Bunturi
“Gurji Khatun”
Natia Bunturi
გურჯი-ხათუნი Gurji-Khatun
Mariam Aleksidze
აღმოსავლეთის მზე-გურჯი ხათუნი- ნაწილი 4
Zugdidi Muzeumi
ჯარჯი შუქიაური . გურჯი ხათუნი
aveninia7