გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
12/15/2020
შიდა დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში - გრიგოლ ვაშაძე პარტიიდან წავიდა. ოდიოზური ფიგურები პარტიის გარშემო და შიგნით, თავდასხმები დიპლომატიურ მისიებზე და ხელმძღვანელობის მიერ გუნდთან შეუთანხმებელი ტაქტიკა - ამ ფაქტორებით ახსნა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ვაშაძემ საკუთარი გადაწყვეტილება.
ახლა საინტერესოა, იყო თუ არა ამ ნაბიჯის მთავარი მიზეზი პარლამენტში შესვლის საკითხი, რაზეც პარტიის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ თანაპარტიელებისგან განსხვავებული პოზიცია არჩევნებიდან რამდენიმე დღეში გავრცელებულ ცნობილ მიმართვაშიც დააფიქსირა და რის გამოც, მაშინ თანაგუნდელების კრიტიკის სამიზნე გახდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ 2017 წელს გაწევრიანებული გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება პარტიის რამდენიმე წევრისთვის გასაგებია, ნაწილი განმარტებებს ითხოვს.
გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება დილიდან აქტიური განხილვის თემაა. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია დღეს ერთხმად ადასტურებდა, რომ ვაშაძის გადაწყვეტილება მათ გეგმებზე გავლენას ვერ მოახდენს. ოპონენტის პოზიციას ეთანხმებიან მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიდასავლურობა კიდევ ერთხელ დადასტურება.
„არასდროს გაუგიათ, რომ ელჩზე თავდასხმა იგივეა, რაც თავდასხმა იმ სახელმწიფოზე, რომელსაც ის წარმოადგენს“ - ამ სიტყვებით შეაფასა პარტიის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან დიპლომატების მისამართით მიმდინარე შეურაცხმყოფელი კამპანია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.