დროის ბანკის პრეზენტაცა იმერეთის ჟურნალისტებისათვის

03/14/2018
Ka Timerepublik-ის მიერ

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში, პროექტი \"სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივამ\" ჟურნალისტებისთვის ტრენინგი გაიმართა. თემა საქართველოში დროის ბანკის განვითარებას ეხებოდა. დროის ბანკი ის პრაქტიკული ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობით ადამიანები თანასწორობის განწყობით მოქმედებენ, სარგებელი მოაქვთ თემისთვის და შესაბამისად ხელს უწყობენ სოციალური კაპიტალის ზრდას. დროის ბანკის ფუნქციონირების ადრეულ ეტაპზე აუცილებელია იმ ადამიანების ინტერესი და ჩართულობა, რომლებიც უკვე გამოირჩევიან აქტიურობით. ეს ის ძირითადი ჯგუფია რომლის საშუალებით დროის ბანკის სარგებელი უფრო ფართო საზოგადოებას მიეწოდება.
სიახლის ბმული: https://goo.gl/DoD38i



☞ დროის ბანკის საიტი: https://timerepublik.com
☞ ქართულ ენოვანი ჯგუფი: https://edec.timerepublik.com ან https://tr.edec.ge
✔ ჯგუში გასაერთიანებელი კოდია: edec2017
≡ მომხმარებლის სახელმძღვანელო შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://goo.gl/mF86nw

⚐ დროის ბანკი წარმოადგენს ინოვაციურ კომპონენტს ევროკავშირის პროექტისა „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.