სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები

28.06.2022 04:31

მცხეთა-მთიანეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან - ძლიერი წვიმის შედეგად ჩაიკეტა გზები და დაზიანდა სახლები. მლეთაში ადიდებულმა მდინარე არაგვმა საცხოვრებელი სახლების ნაწილი მნიშვნელოვნად დააზიანა. უხვი ნალექის გამო ჩაკეტილია ჟინვალი-ბარისახოს გზის ნაწილიც. ზემო მლეთაში იწმინდება მდინარის კალაპოტი და მიმდებარე ტერიტორია. ბარისახო-შატილის გზის გარკვეული ნაწილი ცოტა ხნის წინ გაიხსნა. თუმცა გარკვეულ ნაწილებზე კვლავ მეწყერი ჩამოწვა და იქ ახლა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ვაკო ორმოცაძის ჩართვა სტიქიის ზონიდან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: