არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში

2021-06-27 00:00:00

საფრანგეთში რეგიონული არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საფრანგეთის მოსახლეობამ პარტიებს მანდატები 13 რეგიონში და 96 დეპარტამენტში უნდა მიანიჭოს. გასულ კვირაში გამართულ პირველ ტურში ვერცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ დააგროვა ხმების 50 პროცენტი. მეორე ტურში მხოლოდ ის პარტიები მონაწილეობენ, რომლებმაც 10 პროცენტიანი ბარიერი გადალახეს. პირველივე ტურშივე დამარცხდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტია, რომელმაც საფრანგეთის 13-ვე რეგიონში საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტურის დროს დაბალი იყო მოსახლეობის აქტივობაც. საარჩევნო უბნებზე ხმა მოსახლეობის მხოლოდ 34-მა პროცენტმა მისცა. ქვეყანაში რეგიონული არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნების გენერალურ რეპეტიციად განიხილება, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს.\nეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r\nმოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r\nგამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r\nვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r\nმისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r\nდაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r\nამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან