არასრულწლოვანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მართულებით არაერთი გამოწვევაა - ამის შესახებ, „კანონის უზენაესობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ ანგარიშშია საუბარი, რომელიც საქართველოში არასრულწლოვანების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესახებ მოამზადა. ანგარიშის ავტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ყველაზე მეტი გამოწვევა სკოლებშია. მისივე შეფასებით, მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების უმეტესობას არ აქვთ სათანადო ცოდნა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხების შესახებ. ანგარიშის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავების კუთხით, გამოწვევებია ბაგა-ბაღებში, უნივერსიტეტებსა და იმ საჯარო დაწესებულებებშიც, რომლებიც სხვადასხვა სერვისს ან/და პროგრამაში ჩართვას სთავაზობენ არასრულწლოვანებს. კვლევის ფარგლებში გამოვლენილ გამოწვევებზე საპასუხოდ, შემუშავდა რეკომენდაციები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და სკოლებისთვის.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.