„თიბისი ბანკის“ საქმე - შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია


შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით, - ამ საკითხზე მსჯელობა პარლამენტში დღესაც გრძელდება. ევროპული საქართვლო სპეციალური კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.

სპეციალური კომისიის შექმნას არ გამორიცხავს არც მმართველი გუნდი, თუმცა მოუწოდებს ხაზარაძეს, მუქარის ის წერილი გაასაჯაროვოს, რომელიც, მისივე მტკიცებით, შინაგან საქმეთა მინისტრისაგან მიიღო.

გიორგი გახარიას პოსტიდან გადადგომას ითხოვს ოპოზიციის ნაწილი. ნაწილი კი, ვიცე-პრემიერს პარლამენტში იბარებს.

მოთხოვნას მინისტრმა უკვე უპასუხა. გიორგი გახარია მზად არის საკანონმდებლო ორგანოში მივიდეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან