Save Generator 9.8

03/07/2017
interns generator9.8-ის მიერ

გენერატორი 9.8 მშვიდობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო ცენტრის“-ის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაცია და სოციალურ საწარმოა. გენერატორი 9.8 არის პირველი არაკომერციული საერთო სამუშაო სივრცე (Coworking space) და სოციალური ბარი საქართველოში, რომელიც სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ დაფინანსებით დაარსდა 2015 წელს.

2017 წლის 23 თებერვალს „თბილისის განვითარების ფონდის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად ათონელის ქუჩაზე, იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის შედეგადაც 10 მარტიდან ერთი წლის მანძილზე უნდა მოხდეს ათონელის ქ. 29 ნომერში არსებული სივრცის დაკეტვა, სადაც ამჟამად ფუნქციონირებს გენერატორი 9.8.
გენერატორის ფუნქციონირების შეწყვეტით, საფრთხე ექნება მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების განხორციელებას, უმუშევარი რჩება 20-მდე დაქირავებული თანამშრომელი, 25-მდე სტაჟიორი და საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობის საშუალება მოეხსნება მრავალ ადამიანს/ორგანიზაციას, რომლებიც უფასოდ იყენებენ გენერატორის სივრცეს საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად.

ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავლია ახალი ფართის მოძიება და გადასვლა, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომლის დაფარვის საშუალებაც ორგანიზაციას არ გააჩნია.

ამიტომ მოგმართავთ თხოვნით, გადავარჩინოთ გენერატორი, იყავით ჩვენ გვერდით, რათა გენერატორმა შეძლოს კვლავ შემოგთავაზოთ საინტერესო პროექტები, ღონისძიებები და რაც მთავარია საერთო სამუშაო სივრცე, სადაც იბადება ახალი იდეები ჩვენი და ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის.

23rd of Feb representatives of Tbilisi Development Fund visited Generator 9.8 with the information that the space has to be closed by 10th of March for 1 year, because they're starting reconstruction works under City Hall. No alternative space or compensation was offered.

Generator is a social enterprise founded by the grant from state budget (Children and youth development fund, Ministry and sports and youth). For now state has spent around 50 000 GEL for this project in total and now another structure of the same government forces it to be closed, in 2 weeks notice.

Generator 9.8 needs alternative space to move temporarily and finances to relocate and restart functioning.

At this point we are searching for alternative space / property of City hall and starting this fundraising campaign #SaveGenerator.