უპატრონო ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა

13.08.2025 01:42

უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ცხოველთა უფლებადამცველებთან და ვეტერინარებთან. შეხვედრაზე პროგრამის განხორციელების პროცესში ცხოველების აყვანის, ვეტერინარული მანიპულაციების, აღრიცხვიანობის, მონიტორინგისა და არეალში დაბრუნების საკითხებზე იმსჯელეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან აღინიშნა, რომ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება და პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება. პროგრამა, რომელიც უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას ითვალისწინებს, პირველ ეტაპზე, ბათუმის, ქუთაისისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
BacklinkLog