მოძრაობა „გაბედეს“ აქცია ქუთაისში


მოძრაობა „გაბედეს“ აქცია მიმდინარეობს ამ წუთებში ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოს შენობის წინ. „გაბედეს“ წევრებს სასამართლოს დაცვის წევრებმა ტერიტორიის დატოვება სთხოვეს და მიუთითეს, რომ შენობისგან 20 მეტრის მოშორებით დამდგარიყვნენ, თუმცა აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი იდგნენ ღობესთან და არა შენობასთან.

აქციის მონაწილეებმა  სოლიდარობა გამოუცხადეს „გაბედეს“ იმ წევრებს, რომელთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში ზებრაზე გადასვლის გამო.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან